ჩეხეთის არჩევნებში, ხმების სრულად დათვლის შედეგად მიღებული მონაცემებით, ჩეხეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ანდრეი ბაბიშის პარტიამ გაიმარჯვა

ჩეხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების ხმების 100%-იანი დათვლის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, არჩევნებში პირველ ადგილზეა ჩეხეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ანდრეი ბაბიშის პარტია ANO.

ცესკო-ს მონაცემებით, ანდრეი ბაბიშის პარტიამ არჩევნებში ხმების 34.5% მიიღო და დეპუტატთა პალატაში 200 ადგილიდან 80 ადგილი მოიპოვა.

მეორე ადგილზეა მმართველი პოლიტიკური ალიანსი Spolu, რომელსაც ხმების 23.4% მიიღო (52 ადგილი).

სხვა ბარიერგადალახული პარტიები არიან: “მერები და დამოუკიდებლები”, რომელმაც არჩევნებში ხმების 11.2% მიიღო, “პირატული პარტია” – 9%, “თავისუფლება და პირდაპირი დემოკრატია” 7.8%, “მოტორისტები თავისთვის” – 6.8%.

გუშინ საღამოს გამართულ პრესკონფერენციაზე ანდრეი ბაბიშმა ANO-ს გამარჯვებას ისტორიული უწოდა და განაცხადა, რომ სურს მთავრობის ჩამოყალიბება პარტიების - “მოტორისტები თავისთვის” და “თავისუფლება და პირდაპირი დემოკრატია” - მხარდაჭერით.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები