ირაკლი კობახიძე - ღობე არის ყველაზე ადვილად გადასანგრევი, როდესაც იყენებ ფიზიკურ ძალას - ჩვენ გვქონდა მიღებული ტაქტიკური გადაწყვეტილება: სანამ არ გადავიდოდნენ ძალადობაზე, არ ვგეგმავდით ჩარევას

ღობე არის ყველაზე ადვილად გადასანგრევი, როდესაც იყენებ ფიზიკურ ძალას. იქ იყვნენ მისული „აკაცუკები“, ექსტრემისტული დაჯგუფების წარმომადგენლები საკმაოდ მრავლად და ფიზიკური ძალის გამოყენებით მათ გადაანგრიეს ღობე - ჩვენ გვქონდა მიღებული ზოგადად ასეთი ტაქტიკური გადაწყვეტილება - სანამ არ გადავიდოდნენ ძალადობაზე, არ ვგეგმავდით ჩარევას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, ხელისუფლების წარმომადგენლებს დამუშავებული ჰქონდათ ყველა შესაძლო სცენარი ყველა სახელმწიფო შენობებთან დაკავშირებით, მათ შორის, ჰქონდათ პირველი ინფორმაცია საკრებულოს შენობაზე თავდასხმის შესახებ, რომელიც კობახიძის თქმით, ორგანიზატორებმა მოგვიანებით პრეზიდენტის სასახლით ჩაანაცვლეს.

„გუშინ თქვენი ტელევიზია [„პირველი“] მთელი საღამოს განმავლობაში ამტკიცებდა, რომ ღობე თავისით გადაინგრა და ბურჭულაძე იქ თავისით აღმოჩნდა. ამას ამტკიცებდნენ მთელი სერიოზულობით...

ღობე არის ყველაზე ადვილად გადასანგრევი, როდესაც იყენებ ფიზიკურ ძალას. თქვენ იცით, რომ იქ იყვნენ მისული „აკაცუკები“, ექსტრემისტული დაჯგუფების წარმომადგენლები საკმაოდ მრავლად და ფიზიკური ძალის გამოყენებით მათ გადაანგრიეს ღობე, ეს არის ყველაზე მარტივი, რაც შეგიძლია გააკეთო და შემდეგ სცადეს შიგნით შეჭრა, თუმცა დახვდათ სიურპრიზი. მათ ეგონათ, რომ ათონელის სასახლე იყო ცარიელი, თუმცა დახვდათ სიურპრიზი, გამოვიდნენ სპეცრაზმელები და მიიღეს სათანადო პასუხი. როგორც კი ღობე გადაანგრიეს ექსტრემისტებმა, მაშინვე გამოვიდა შენობიდან სპეცრაზმი. ჩვენ გვქონდა დამუშავებული ყველა სცენარი, ყველა შესაბამის შენობასთან მიმართებით, ეს იყო პარლამენტის შენობა, მთავრობის ადმინისტრაცია, თბილისის საკრებულო. თბილისის საკრებულო განიხილებოდა თავიდან მათი მხრიდან შეტევის მთავარ ობიექტად, თუმცა შემდეგ შეცვალეს სცენარი. ამასთან დაკავშირებითაც მივიღეთ დროულად ინფორმაცია და მივიღეთ შესაბამისი ზომები. აქედან გამომდინარე, როდესაც გადავიდნენ ისინი დამხობის მცდელობაზე, როდესაც სცადეს შეჭრა პრეზიდენტის რეზიდენციაში, იქ აღმოჩნდა სიურპრიზი. ჩვენ გვქონდა მიღებული ზოგადად ასეთი ტაქტიკური გადაწყვეტილება - სანამ არ გადავიდოდნენ ძალადობაზე, არ ვგეგმავდით ჩარევას და ეს იყო მარტივი ტაქტიკური გადაწყვეტილება. ვიდრე მშვიდობიანი იყო აქცია, მივუშვით პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიამდე ეს ადამიანები, თუმცა როგორც კი გადავიდნენ ძალადობაზე და გადაანგრიეს დამცავი ღობე, მაშინვე გაჩნდა სპეცრაზმი ანუ ყველაფერი იყო ძალიან სწორედ დაგეგმილი“, - განაცხადა კობახიძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის