გია ვოლსკი - სახელმწიფო დეპარტამენტში თამარ ტალიაშვილის მისვლა გუშინდელ მოვლენებს არ უკავშირდება - იყო საქმიანი საუბარი, ასევე, პირადად ტრამპმა გამოუგზავნა საჩუქარი, მათ შორის, ცნობილი ქუდი წარწერით: Make America Great again

რაც შემიძლია დაგიდასტუროთ - იყო საქმიანი საუბარი და გარდა ამისა, შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ტრამპმა პირადად გამოუგზავნა სუვენირი, საჩუქარი - მათ შორის, ცნობილი ქუდი: Make America Great again, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ თამარ ტალიაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში დაიბარეს და „ღრმა შეშფოთება“ გამოხატეს ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებების გამო”.

მისი თქმით, ტალიაშვილის სახელმწიფო დეპარტამენტში დაბარება აბსოლუტურად არ უკავშირდება გუშინდელ მოვლენებს.

„რაც შეეხება თამარ ტალიაშვილის მისვლას სახელმწიფო დეპარტამენტში, ეს აბსოლუტურად არ უკავშირდება არც გუშინდელ მოვლენებს და არც იმ ადამიანების აქტიურობას, რომლებიც იჩემებენ, რომ ადამიანის წამება ან მოლოტოვის კოქტეილით დაწვა თითქოს ევროპული სტანდარტია. რაც შემიძლია დაგიდასტუროთ - იყო საქმიანი საუბარი და გარდა ამისა, შემიძლია დაგიდასტურო, რომ ტრამპმა პირადად გამოუგზავნა სუვენირი, საჩუქარი - მათ შორის, ცნობილი ქუდი: Make America Great again. ეს შემიძლია დაგიდასტუროთ“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა