„სტრატეგია აღმაშენებელი“ - მათ, ვინც ჩვენი გუნდიდან კიდევ ერთი მებრძოლი, პაატა მანჯგალაძე, უკანონოდ დაატყვევა, უნდა იცოდნენ, რომ საქართველოს გათავისუფლებისთვის აგორებულ ეროვნულ ტალღას ვერანაირი რეპრესიები ვერ შეაჩერებს

მათ, ვინც ჩვენი გუნდიდან კიდევ ერთი მებრძოლი, პაატა მანჯგალაძე, უკანონოდ დაატყვევა, უნდა იცოდნენ, რომ ვერანაირი რეპრესიები და ძალადობა ვერ შეაჩერებს საქართველოს გათავისუფლებისთვის აგორებულ უზარმაზარ ეროვნულ ტალღას,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადების თანახმად, პარტია გააგრძელებს ბრძოლას რეჟიმის წინააღმდეგ, საქართველოს გამარჯვებამდე.

„მადლობა იმ გულწრფელ ასიათასობით მოქალაქეს, ვინც გუშინ ქვეყნის დასაცავად იდგა!

რეპრესიებისა და პოლიტიკურ პატიმართა რაოდენობის ზრდის მიუხედავად, თქვენი შეგნებული, ურყევი პროტესტი გვაძლევს ძალას და არ შეგვიძლია უკან დავიხიოთ, არ შევჩერდებით და არ დავნებდებით. დღესაც, ხვალაც და ვიდრე საჭირო იქნება ვიქნებით რეჟიმთან წინააღმდეგობაში სანამ საქართველო არ გაიმარჯვებს!

მათ, ვინც ჩვენი გუნდიდან კიდევ ერთი მებრძოლი, პაატა მანჯგალაძე უკანონოდ დაატყვევა უნდა იცოდნენ, რომ ვერანაირი რეპრესიები და ძალადობა ვერ შეაჩერებს საქართველოს გათავისუფლებისთვის აგორებულ უზარმაზარ ეროვნულ ტალღას.

ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას პოლიტიკური ტყვეების გათავისუფლებისა და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის!

ერთად ვიბრძვით და ერთად მოვიპოვებთ გამარჯვებას!

ძალა ერთობაშია!“ - ნათქვამია განცხადებაში.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია