გოგლა ჟვანია - კობახიძის მუქარები პროტესტის აწევაზე კარგად მოქმედებს და შეგვიძლია, მადლობა ვუთხრათ - ბრძოლა არ გაჩერდება

აშკარაა, რომ მუხტი არ დავარდა. დღეს რუსთაველზე საკმაოდ ბევრი ხალხი შეგროვდა, თან იმის ფონზე, რომ კობახიძე გვემუქრებოდა. კობახიძის მუქარები, ზოგადად პროტესტის აწევაზე კარგად მოქმედებს და შეგვიძლია, მადლობა ვუთხრათ, - ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას ძმამ, გოგლა ჟვანიამ „ინტერპრესნიუსს“ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განუცხადა.

მისი თქმით, ბრძოლა არ გაჩერდება იქამდე, ვიდრე ქვეყანაში არ ჩატარდება სამართლიანი არჩევნები.

ამასთან, 4 ოქტომბერს ორბელიანების სასახლესთან განვითარებულ მოვლენებს ჟვანიამ „არასასიამოვნო“ უწოდა.

„გუშინ, რა თქმა უნდა, არასასიამოვნო ამბები მოხდა პრეზიდენტის სასახლესთან, მაგრამ გარდა ამისა, მოხდა ძალიან საინტერესო რაღაც, რომ გუშინ თბილისში ადგილობრივი არჩევნები პრაქტიკულად ჩაიშალა. აქტივობა იყო ძალიან დაბალი, არჩევნებზე ამომრჩეველთა სულ 30% მივიდა, ანუ ბოიკოტმა იმუშავა. თბილისი არის ამ ხელისუფლების წინააღმდეგ, ეს არის აშკარა. ვიზუალურადაც დავინახეთ, უამრავი ხალხი გამოვიდა, ერთმანეთი გავამხნევეთ. ყველაფერი კარგად იქნება, ბრძოლა არ გაჩერდება იქამდე, ვიდრე ამ ქვეყანაში არ აღდგება სამართლიანობა, არ ჩატარდება სამართლიანი არჩევნები“, - განაცხადა გოგლა ჟვანიამ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა