ილინოისის გუბერნატორი - დონალდ ტრამპმა ტეხასის ეროვნული გვარდიის 400 წევრის ილინოისში, ორეგონსა და სხვა ადგილებში განლაგების ბრძანება გასცა - ეს არის ტრამპის შემოჭრა

აშშ-ის ილინოისის შტატის გუბერნატორის, ჯეი ბი პრიცკერის განცხადებით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ტეხასის ეროვნული გვარდიის 400 წევრის ილინოისში, ორეგონსა და შეერთებული შტატების სხვა ადგილებში განლაგებას გეგმავს.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში პრიცკერი ტეხასის გუბერნატორ გრეგ აბოტს მოუწოდებს, „დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ამ გადაწყვეტილების მხარდაჭერა და უარი თქვას კოორდინაციაზე“.

„ახლა ამას უნდა დავარქვათ ის, რაც არის: ტრამპის შემოჭრა. არ არსებობს მიზეზი, რის გამოც პრეზიდენტმა უნდა გაგზავნოს სამხედრო ჯარები სუვერენულ შტატში მათი ინფორმირების, თანხმობის ან თანამშრომლობის გარეშე. ჩვენს ეროვნულ გვარდიაში მომსახურე მამაცი მამაკაცები და ქალები არ უნდა იქნენ გამოყენებული პოლიტიკურ ბუტაფორიებად. ეს არის მომენტი, როდესაც ყველა ამერიკელმა უნდა გამოხატოს თავისი აზრი და ხელი შეუწყოს ამ სიგიჟის შეჩერებას“, - წერს „დემოკრატი“ გუბერნატორი.

ცნობისთვის, აშშ-ში ფედერალური სამართალდამცავი ორგანოების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გახშირდა. მომიტინგეები იმიგრაციის შესახებ კანონმდებლობის აღსრულების ზომების წინააღმდეგ გამოდიან. პარასკევს, ილინოისის შტატის ქალაქ ბროუდვიუში გამართული საპროტესტო აქციების დროს ფედერალურმა აგენტებმა ათზე მეტი ადამიანი დააკავეს. მომიტინგეების დასაშლელად ე.წ. წიწაკის ბურთები, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის