კახა კალაძე ჟურნალისტს - კახა კალაძემ თბილისელების მხარდაჭერით 71% მიიღო - როგორც ვატყობ, მათემატიკა არ არის თქვენი ძლიერი მხარე

კახა კალაძემ თბილისელების მხარდაჭერით 71% მიიღო - როგორც ვატყობ, მათემატიკა არ არის თქვენი ძლიერი მხარე, არ იცით, რა და როგორ ითვლება, რაც არ არის თქვენი ძლიერი მხარე, დაანებეთ თავი, - ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, „რა სიგნალი შეიძლება იყოს ის, რომ კალაძეს დედაქალაქის 20% უჭერს მხარს“.

კალაძის თქმით, წინასაარჩევნო პერიოდი „აბსოლუტურად მშვიდი და თანასწორი“ იყო და ყველას ჰქონდა შესაძლებლობა, „მისი სათქმელი საზოგადოებამდე მიეტანა“.

„როგორც ვატყობ, მათემატიკა არ არის თქვენი ძლიერი მხარე. ბოლოს რა მესიჯებიც და რა ნარატივიც გაქვთ... 2017-ში მივიღე 204 ათასი ხმა, ახლა - 215 370 ხმა. ახლა დასხედით თქვენ და პირველი, მათემატიკაში მოემზადეთ და მერე, უფრო მეტი გააზრება გჭირდებათ ამ ყველაფერზე. მათემატიკა არ არის თქვენი ძლიერი მხარე. კახა კალაძემ თბილისელების მხარდაჭერით 71% მიიღო, დანარჩენი ახლა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მათემატიკა არ არის თქვენი ძლიერი მხარე. პროცენტები, რაზეც თქვენ საუბრობთ.. საერთოდ არეულები ხართ. არ გაქვთ ინფორმაცია, არ იცით, როგორ და რა ითვლება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რაც არ არის თქვენი ძლიერი მხარე, დაანებეთ თავი.

ყოველთვის, ჩვეულებრივი სპეკულაციები იყო არჩევნებთან დაკავშირებით - არჩევნებამდე არსებულ სიტუაციაზე, არჩევნების დღეზეც და შემდეგ უკვე, არჩევნების შემდგომ მიღებულ შედეგებზე. გაიხსენეთ, ყველა არჩევნების წინ რა ხდებოდა, რა ხდებოდა არჩევნების დღეს და მის შემდგომ. ყოველთვის ერთი და იმავე მესიჯი, რომელიც, მხოლოდ და მხოლოდ, ტყუილით, სიცრუით იყო გაჯერებული.

რაც შეეხება შედეგებს, ყველაფერი ცხადია, როგორ ტარდება არჩევნები, როგორი საარჩევნო გარემო იყო. აბსოლუტურად მშვიდი, აბსოლუტურად თანასწორი, სადაც ყველა პოლიტიკურ პარტიას თუ კანდიდატს ჰქონდა იმის შესაძლებლობა, რომ ეწარმოებინა მისი სარჩევნო კამპანია, მისი სათქმელი დედაქალაქის მოსახლეობისთვის მიეწოდებინა. ვიღაცებმა გამოიყენეს, ვიღაცებმა ნაკლებად, ვიღაცებს საერთოდ ხედვა არ ჰქონდათ ამასთან დაკავშირებით. ყველაფერი შედეგებზე აისახება. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო დედაქალაქის მოსახლეობას, 213 ათასმა ადამიანმა, ცოტა მეტმა, დაგვიჭირა მხარი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. კარგად მაქვს გააზრებული, თუ რამხელა პასუხისმგებლობაა ეს და ყველას ვპირდები, რომ ამ სიყვარულსა და მხარდაჭერას დავაბრუნებთ“,- განაცხადა კახა კალაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა