კახა კალაძე აქციის დროს დაზიანებულ ინფრასტრუქტურაზე - ყველას გვერდით დავუდგებით და დავეხმარებით, მაქსიმალური ხელშეწყობა ექნებათ ჩვენი მხრიდან

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ 4 ოქტომბერს გამართული აქციის დროს დედაქალაქში არსებული არაერთი ინფრასტრუქტურა დაზიანდა, „რის შედეგადაც საზოგადოებამ კარგად დაინახა, თუ როგორი ძალა დგას მეორე მხარეს“.

როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, მუნიციპალიტეტი, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, მაქსიმალურად დაეხმარება იმ კერძო მესაკუთრეებს, რომელთაც აქციის მონაწილეებმა ინფრასტრუქტურა დაუზიანეს.

„ბევრი პრობლემა შექმნეს დედაქალაქში. მე მგონი აქაც ხედავს საზოგადოება განსხვავებას - ჩვენ ვაშენებთ, ვქმნით, რეაბილიტაციას ვუტარებთ სხვადასხვა კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლს, ეს რადიკალები და მოძალადეები კი ანგრევენ, ანადგურებენ მათ. ძალიან მძიმეა და ცუდია. ხალხი ამ ყველაფერს აფასებს. ჩვენ, ცხადია, ყველას გვერდით დავუდგებით და დავეხმარებით. მაქსიმალური ხელშეწყობა ექნებათ ჩვენი მხრიდან“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს