ისრაელმა გრეტა თუნბერგისა და კიდევ 170 აქტივისტის დეპორტაცია განახორციელა

ისრაელმა გრეტა თუნბერგისა და სხვა 170 აქტივისტის დეპორტაცია განახორციელა, - ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel-ი ავრცელებს.

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შვედი აქტივისტი გრეტა თუნბერგისა და „გლობალური სუმუდის ფლოტილიის“ 170 წევრის დეპორტაცია რამონის საერთაშორისო აეროპორტიდან საბერძნეთსა და სლოვაკეთში განხორციელდა.

ისრაელის საგარეო უწყების განცხადებით, ყველა დეპორტირებული და დაკავებული აქტივისტის უფლებები სრულად დაცულია.

შეგახსენებთ, ისრაელმა „გლობალური სუმუდის ფლოტილიის“ შემადგენლობაში შემავალი გემები, რომელთა ბორტებზეც 500-მდე აქტივისტი და პარლამენტარი იმყოფებოდა 2 ოქტომბერს დააკავა. აქტივისტები ღაზის სექტორის საზღვაო ბლოკადის გარღვევას ცდილობდნენ.

ბოლო მონაცემებით, ისრაელმა 341 აქტივისტის დეპორტაცია განახორციელა, ხოლო 138 აქტივისტი კვლავ ისრაელში რჩება.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს