Reuters - ისრაელმა და „ჰამასმა“ ღაზაში ომის დასასრულებლად დონალდ ტრამპის გეგმის შესახებ არაპირდაპირი მოლაპარაკებები დაიწყეს

ისრაელმა და „ჰამასმა“ ღაზაში ომის დასასრულებლად დონალდ ტრამპის გეგმის შესახებ არაპირდაპირი მოლაპარაკებები დაიწყეს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ისრაელისა და „ჰამასის“ დელეგაციებს შორის არაპირდაპირი მოლაპარაკებები ეგვიპტეში დაიწყო.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი სამშვიდობო გეგმის პირველი ფაზა, სავარაუდოდ, ამ კვირაში დასრულდება.

„მეუბნებიან, რომ პირველი ფაზა ამ კვირაში უნდა დასრულდეს და ყველას ვთხოვ, სწრაფად იმოქმედონ. გავაგრძელებ ამ საუკუნოვანი „კონფლიქტის“ მონიტორინგს. დრო უმნიშვნელოვანესია, თორემ მასიური სისხლისღვრა მოჰყვება - ისეთი რამ, რისი ნახვაც არავის სურს!“- აღნიშნა ტრამპმა.

შეგახსენებთ, გასულ კვირას „ჰამასმა“ დონალდ ტრამპის გეგმის საპასუხოდ მზადყოფნა გამოთქვა, რომ ღაზის სექტორის მართვაზე პასუხისმგებლობა დროებით ტექნოკრატიულ მთავრობას გადასცეს. ამავდროულად, „ჰამასმა“ აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპის გეგმის სხვა პუნქტები, რომლებიც „ღაზის სექტორის მომავალსა და პალესტინელი ხალხის ლეგიტიმურ უფლებებს“ ეხება, დამატებით მოლაპარაკებებს საჭიროებს. ამასთან, „ჰამასმა“ განიარაღების შესახებ ისრაელისა და აშშ-ის მოთხოვნას არ უპასუხა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს