ვახტანგ ძაბირაძე - ახალი საპარლამენტო არჩევნები გამორიცხულია, „ქართული ოცნება“ არჩევნებზე არ წამოვა, ვისაც სინდისის პატიმრებს ვეძახით, ისინი შეიძლება ნელ-ნელა გამოუშვას

ახალი საპარლამენტო არჩევნები გამორიცხულია, არჩევნებზე არ წამოვა („ქართული ოცნება“), მაგრამ ვისაც სინდისის პატიმრებს ვეძახით, ისინი შეიძლება ნელ-ნელა გამოუშვას, - ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ძაბირაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

ძაბირაძის მოსაზრებით, პატიმრების გათავისუფლება გარკვეული კომპრომისული ნაბიჯი იქნება „ქართული ოცნებისგან“, რათა დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობა აღადგინოს.

„ჯერ წრე უნდა დაასრულოს „ქართულმა ოცნებამ“, ამაში მოჰყვება, ალბათ, არასამთავრობო ორგანიზაციების საკითხი, მედიასაშუალებების, რომელსაც ვერ აკონტროლებს და შემდეგ შეიძლება დაიწყოს უკვე (პატიმრების გათავისუფლება), აუცილებლობა გახდეს, დაალაგოს - მისალმების დონეზე მაინც რომ ჰქონდეს ურთიერთობა ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, იქ შეიძლება დაიწყოს ეს ამბები (აქციების პერიოდში დაკავებულების გათავისუფლება). ახალი საპარლამენტო არჩევნები გამორიცხულია, არჩევნებზე არ წამოვა, მაგრამ ვისაც სინდისის პატიმრებს ვეძახით, ისინი შეიძლება ნელ-ნელა გამოუშვას. ერთად ამას, ალბათ, არ გააკეთებს“, - განაცხადა ძაბირაძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ 4 ოქტომბრის შემდეგ რეპრესიების ლეგიტიმაცია მიიღო.

„მე შთაბეჭდილება დამრჩა, რომ 4 ოქტომბერს რაც ხდებოდა, იქნებოდა ეს არჩევნები თუ აქეთ ბოიკოტი, ხელისუფლების სცენარის მიხედვით წარიმართა ყველაფერი. ხელისუფლებამ 4 ოქტომბრისგან მიიღო მაქსიმუმი, რაც უნდოდა. მიიღო საფუძველი იმის, რომ რეპრესიები დაიწყოს, მიიღოს საფუძველი იმის, რომ არასამთავრობოებს ედავოს, რომ ამ ყველაფერს აფინანსებდნენ, ფაქტობრივად, მიიღო იმის საშუალება, რომ ამ რეპრესიების ლეგიტიმაცია მოეხდინა. რამდენად იქნება ეს ლეგიტიმური, ეს სხვა თემაა, მაგრამ გამართლება ხომ აქვს, ფაქტია, რომ იყო შეტევა. რკინის გისოსები ნახევრად მოხერხილი იყო თუ არა, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს“, - განაცხადა ძაბირაძემ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის