ღაზას სექტორში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები დღეს განახლდება

“ჰამასის” დელეგაციასა და ეგვიპტელ და კატარელ შუამავლებს შორის ეგვიპტეში მიმდინარე მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დასრულდა, - ინფორმაციას Deutsche Welle ეგვიპტურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მოლაპარაკებები დღეს გაგრძელდება.

შარმ-ელ-შეიხში არაპირდაპირი მოლაპარაკებებისთვის ისრაელის დელეგაციაც იმყოფება. ეგვიპტეში მიმდინარე მოლაპარაკებების მიზანი ღაზაში ომის დასრულების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმაზე საბოლოო შეთანხმების მიღწევაა. კერძოდ, ისრაელისა და "ჰამასის" წარმომადგენლები, ასევე შუამავლები, შეერთებული შტატები, ეგვიპტე და კატარი, ვაშინგტონის მიერ შეთავაზებულ 20-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას განიხილავენ .

პრეზიდენტმა ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საკმაოდ დარწმუნებულია, რომ სამშვიდობო შეთანხმება შესაძლებელია.

„ვფიქრობ, „ჰამასი“ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე თანხმდება. ვფიქრობ, შეთანხმებას მივაღწევთ“, - აღნიშნა ტრამპმა.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026