დონალდ ტრამპმა ვენესუელასთან დიპლომატიური შეთანხმების მიღწევის მიზნით მოლაპარაკებები შეწყვიტა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვენესუელასთან დიპლომატიური შეთანხმების მიღწევის მიზნით მოლაპარაკებები შეწყვიტა, - ინფორმაციას Reuters-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვენესუელასთან დიპლომატიური შეთანხმების მიღწევის მცდელობები შეაჩერა და თავის სპეციალურ წარმომადგენელს, რიჩარდ გრენელს, დიპლომატიური კონტაქტების შეწყვეტა დაავალა.

ამერიკელმა მაღალჩინოსანმა გამოცემასთან საუბარში აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს ვენესუელაში სარაკეტო დარტყმების განხორციელების გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღია.

ამასთან, გასულ კვირას დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კარიბის ზღვის აუზში ვენესუელიდან გამოსულ გემებზე დარტყმებმა აშშ-ის ტერიტორიაზე ნარკოტიკების შედინება შეაჩერა.

შეგახსენებთ, აგვისტოში აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს დაპატიმრებისთვის დაწესებული ჯილდო 50 მილიონ დოლარამდე გაზარდა. დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ნიკოლას მადუროს ბრალს ნარკოტიკებით ვაჭრობასა და კარტელებთან კავშირში სდებს.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026