Financial Times - ევროკავშირის წევრი ქვეყნები ორგანიზაციის ტერიტორიაზე რუსი დიპლომატების გადაადგილებაზე შეზღუდვების დაწესების შესახებ შეთანხმდნენ

ევროკავშირის წევრი ქვეყნები ორგანიზაციის ტერიტორიაზე რუსი დიპლომატების გადაადგილებაზე შეზღუდვების დაწესების შესახებ შეთანხმდნენ, - ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობებმა რუსი დიპლომატების გადაადგილებაზე შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება ევროპაში დივერსიული აქტების რაოდენობის ზრდის საპასუხოდ მიიღეს, რომლებსაც, დაზვერვის სამსახურების ინფორმაციით, დიპლომატიური სტატუსის ქვეშ მოქმედი რუსი ჯაშუშები ახორციელებენ.

გადაწყვეტილების თანახმად, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მყოფ რუს დიპლომატებს საზღვრების გადაკვეთამდე სხვა ქვეყნების მთავრობებისთვის თავიანთი მოგზაურობის გეგმების წინასწარ შეტყობინება მოუწევთ.

ჩეხეთის მიერ წამოყენებული ინიციატივა ევროკავშირის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ მომზადებული ახალი სანქციების პაკეტის ნაწილი იქნება.

გამოცემის ინფორმაციით, პაკეტს ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მხარი ერთხმად უნდა დაუჭირონ. ამასთან, უნგრეთმა, რომელიც რუსი დიპლომატების გადაადგილებაზე შეზღუდვების დაწესებას ეწინააღმდეგებოდა, ვეტო მოხსნა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები