ტაივანის პრეზიდენტი - თუ დონალდ ტრამპი სი ძინპინს დაარწმუნებს, რომ ტაივანის წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზე უარი თქვას, მაშინ აშშ-ის პრეზიდენტი ნობელის პრემიას დაიმსახურებს

თუ დონალდ ტრამპი სი ძინპინს დაარწმუნებს, რომ ტაივანის წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზე უარი თქვას, მაშინ აშშ-ის პრეზიდენტი ნობელის პრემიას დაიმსახურებს, - ამის შესახებ ტაივანის პრეზიდენტმა, ლაი ჩინგ-ტემ განაცხადა.

„ვიმედოვნებთ, რომ პრეზიდენტ ტრამპის მხარდაჭერა გაგრძელდება. თუ პრეზიდენტი ტრამპი შეძლებს სი ძინპინის დარწმუნებას, რომ ტაივანის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიაზე სამუდამოდ უარი თქვას, ის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი გახდება“, - განაცხადა ლაიმ.

მისი თქმით, „ჩინეთი თავისი სანაპიროებიდან მოშორებით სამხედრო მოქმედებებს ზრდის“.

„ეს გამოწვევა მხოლოდ ტაივანის ანექსიას არ ეხება. ტაივანის ანექსიის შემთხვევაში, ჩინეთი კიდევ უფრო გაძლიერდება, რათა საერთაშორისო არენაზე აშშ-ს წინააღმდეგობა გაუწიოს და წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს ძირი გამოუთხაროს“, - აღნიშნა ტაივანის პრეზიდენტმა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026