ანტონიო გუტერეში - ორი წლის წინ „ჰამასმა“ და სხვა პალესტინურმა შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა ისრაელის წინააღმდეგ საშინელი თავდასხმა განახორციელეს - მძევლები უპირობოდ და დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ, დაასრულეთ ტანჯვა!

ორი წლის წინ „ჰამასმა“ და სხვა პალესტინურმა შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა ისრაელის წინააღმდეგ საშინელი მასშტაბური ტერორისტული თავდასხმა განახორციელეს, - ამის შესახებ გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„დღევანდელ დღეს, ყველა დაღუპულსა და საშინელი ძალადობის მსხვერპლს ვიხსენებთ. ორი წლის შემდეგაც კი, ღაზაში მძევლები საშინელ პირობებში რჩებიან. ეს არაერთხელ მითქვამს და დღესაც ვიმეორებ: მძევლები უპირობოდ და დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ. დაასრულეთ ტანჯვა. ეს წარმოუდგენელი მასშტაბის ჰუმანიტარული კატასტროფაა. დაასრულეთ საომარი მოქმედებები ღაზაში, ისრაელსა და რეგიონში“, - წერს ანტონიო გუტერეში.

მისი თქმით, ღაზაში ომის დასასრულებლად აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინადადება ახალ შესაძლებლობას წარმოადგენს.

„მუდმივი ცეცხლის შეწყვეტა და სანდო პოლიტიკური პროცესი შემდგომი სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად და მშვიდობის მისაღწევად აუცილებელია“, - აცხადებს გაერო-ს გენერალური მდივანი.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო