ნინო წილოსანი - რამდენიმე ათეული ადამიანი, რომელიც ასამდეც არ არის, რუსთაველის გამზირს კეტავს და ამით რაღაც დღის წესრიგს ქმნის - წარმოუდგენელია ამას სახელმწიფო მშვიდად უყურებდეს და რეაგირება არ ჰქონდეს!

რამდენიმე ათეული ადამიანი, რომელიც ასამდეც არ არის, იკრიბება, რუსთაველის გამზირს კეტავს და ამით რაღაც კონკრეტულ დღის წესრიგს ქმნის - წარმოუდგენელია ამას სახელმწიფო მშვიდად უყურებდეს და რეაგირება არ ჰქონდეს! ეს ჩვეულებრივ გატარებული ვერ იქნება, - ეს განცხადება პარლამენტში, ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა გააკეთა.

წილოსანის თქმით, ის, რაზეც პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ისაუბრა, არის საზოგადოებაში დაგროვილი ბრაზი.

“საზოგადოება უყურებს, რომ რამდენიმე ათეული ადამიანი, რომლებიც ასამდეც არ არიან, იკრიბება, რუსთაველს კეტავს და ამით რაღაც კონკრეტულ დღის წესრიგს ქმნის. დისკომფორტს უქმნიან და გადაადგილებას უზღუდავენ სხვა რამდენიმე ათასს თბილისის მაცხოვრებელს.

წარმოუდგენელია ამას სახელმწიფო მშვიდად უყურებდეს და არ ჰქონდეს რეაგირება. ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ წესრიგი უნდა დამყარდეს!

იდენტურ საქმეს ვერც ერთ ნორმალურ ქვეყანაში ვერ გააკეთებენ. როდესაც დიდი რაოდენობით ადამიანი იკრიბება, ლოგიკურია, გადაიკეტოს მაგისტრალი თუ ქუჩა, მაგრამ როდესაც ეს მიზანმიმართულად - მაცხოვრებლებისთვის დისკომფორტისთვის და მავნებლური ნარატივის შექმნისთვის ხდება, ეს ჩვეულებრივ გატარებული ვერ იქნება. ეს არც გამოხატვის თავისუფლებას ასახავს და არც ნორმალური აქტივიზმის ფორმებს“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა, რომ „50-100 კაცი, რომელიც ქუჩას კეტავს, ძალადობს 4 მილიონ ადამიანზე, რომელთაც უნდათ მშვიდობა, სიწყნარე, წინსვლა და განვითარება“. კობახიძის თქმით, ეს ადამიანები, კანონის ფარგლებში მიიღებენ პასუხს "ამ ძალადობაზე". კობახიძემ განაცხადა ისიც, რომ აღნიშნული ადამიანები ნულ თანაგრძნობას იმსახურებენ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის