აზერბაიჯანული მედია - ვლადიმერ პუტინმა და ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ურთიერთობები განიხილეს

რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა, ვლადიმერ პუტინმა და ილჰამ ალიევმა ტელეფონით ისაუბრეს, - ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აზერბაიჯანის სახელმწიფოს მეთაურმა პრეზიდენტ პუტინს დაბადების დღე მიულოცა.

ამასთან, სატელეფონო საუბრის დროს, ორი ქვეყნის ლიდერებმა გაცვალეს მოსაზრებები აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ურთიერთობების ამჟამინდელ მდგომარეობასა და პერსპექტივებზე.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026