დიმიტრი პესკოვი - უკრაინისთვის Tomahawk-ების გადაცემა სერიოზული ესკალაცია იქნება

უკრაინისთვის Tomahawk-ების გადაცემა სერიოზული ესკალაცია იქნება, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ საქმე რაკეტებს ეხება. საუბარია რაკეტებზე, რომლებსაც შესაძლოა, ბირთვული შესაძლებლობები ჰქონდეთ. ამიტომ, ეს მართლაც სერიოზული ესკალაცია იქნება“, - განაცხადა პესკოვმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „უკრაინისთვის Tomahawk-ის რაკეტების მიწოდებაზე გადაწყვეტილება ერთგვარად მიღებული აქვს“.

„ვფიქრობ, მსურს გავიგო, რას გააკეთებენ. სად გაგზავნიან მათ? ალბათ, ეს კითხვა უნდა დავსვა. რამდენიმე კითხვას დავსვამდი. ომის ესკალაციას არ ვაპირებ“, - აღნიშნა ტრამპმა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026