ევროპარლამენტარი მატიაჟ ნემეცი - ევროკავშირს შეეძლება უვიზო მიმოსვლის შეჩერება ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების შემთხვევაში და შეზღუდვების მიმართვა მთავრობის ოფიციალური პირებისკენ

ევროპა კვლავ რჩება მსოფლიოში ყველაზე ხშირად მონახულებად კონტინენტად როგორც ტურისტების, ასევე საქმიანი მოგზაურების მიერ და, შესაბამისად, ჩვენი სავიზო პოლიტიკა ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტია, - ამის შესახებ სლოვენიელმა ევროპარლამენტარმა, მატიაჟ ნემეციმ ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების გამარტივებული მექანიზმის შესახებ გამართულ დებატებზე განაცხადა.

„მოდერნიზებული შეჩერების მექანიზმით, ევროკავშირს შეეძლება უვიზო მიმოსვლის შეჩერება ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების შემთხვევაში და შეეძლება შეზღუდვები მიმართოს მთავრობის ოფიციალური პირების ან სხვა ჯგუფებისკენ. ეს რეფორმირებული მექანიზმი აძლიერებს ჩვენს ერთგულებას ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო სამართლის მიმართ“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტმა 518 ხმით 96 წინააღმდეგ მხარი დაუჭირა კანონმდებლობას, რომელიც გაამარტივებს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის უფლების გაუქმებას იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც უსაფრთხოებისთვის რისკებს წარმოადგენენ ან ადამიანის უფლებებს არღვევენ. კანონი, მესამე ქვეყნების მთავრობების მიერ მოკლევადიანი ვიზების გაუქმების შეთანხმებების პირობების დარღვევისგან თავის დასაცავად, ევროკავშირს გაუმარტივებს შეუჩეროს უვიზო მიმოსვლა მთავრობის ოფიციალურ პირებს, რომლებიც, შესაძლოა, პასუხისმგებლები იყვნენ მთავრობის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევაზე ან სხვა სახის დარღვევებზე.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის