Reuters - დონალდ ტრამპი დღეს მარკ კარნის შეხვდება

დონალდ ტრამპი დღეს მარკ კარნის შეხვდება, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დღეს თეთრ სახლში კანადის პრემიერ-მინისტრს, მარკ კარნის უმასპინძლებს.

შეხვედრაზე მხარეები ეკონომიკური თანამშრომლობისა და უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ.

„დარწმუნებული ვარ, ვაჭრობა განხილვის ერთ-ერთი საკითხი იქნება“, - განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა.

ცნობისთვის, კანადის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ ეს თეთრ სახლში მარკ კარნის მეორე ვიზიტია.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026