მედია - ნიკოლ ფაშინიანმა და ვლადიმერ პუტინმა სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა და რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს0, - ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

სომხეთის პრემიერ-მინისტრსა და რუსეთის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა და ნიკოლ ფაშინიანმა ვლადიმერ პუტინს დაბადების დღე მიულოცა.

სომხეთის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, სატელეფონო საუბრისას ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნულ პროცესში ვლადიმერ პუტინის წვლილი აღნიშნა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026