4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პასუხისგებაში მიცემულ 13 პირს ბრალდებას ოფიციალურად დღეს წარუდგენენ

4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პასუხისგებაში მიცემულ 13 პირს ბრალდებას ოფიციალურად დღეს წარუდგენენ. დაკავებულების უმეტესობა ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.

ყველა მათგანის მიმართ სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დიდი ალბათობით, 8 ოქტომბერს იმსჯელებს.

დაკავებულები არიან: ბექა მაჭავარიანი, ალექსანდრე გოგოლაძე, ევა შაშიაშვილი, გიორგი რურუა, ვახტანგ ფიცხელაური, დავით სტურუა, მანუჩარ მიქელაძე, ალექსანდრე ხაბეიშვილი, კახაბერ მჟავანაძე, თორნიკე მჭედლიშვილი, აბო ნავერიანი, სერგო მეგრელიშვილი და დავით ჟღენტი.

ცნობისთვის, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.

აღნიშნული გამოძიების ფარგლებში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა 13 პირი დააკავა, 2 პირის დასაკავებლად კი ოპერატიულ-სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები