ანა წითლიძე - გვარამიამ და მელიამ 4 ოქტომბერზე განცხადება გაავრცელეს, არცერთი სიტყვა მურთაზ ზოდელავაზე, მათ უახლოეს მეგობარზე და კოალიციის ლიდერზე - ზოდელავა მისი გუნდისა და მეგობრებისგან არ იმსახურებს თანადგომას?

კითხვა გამიჩნდებოდა, მურთაზ ზოდელავა მისი გუნდისგან და მეგობრებისგან არ იმსახურებს თანადგომას? - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ანა წითლიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერებმა ნიკა გვარამიამ და ნიკა მელიამ საპატიმროდან წერილები გაავრცელეს, რომელშიც სიტყვა არ არის ნათქვამი მათი კოალიციის ლიდერზე მურთაზ ზოდელავაზე.

ანა წითლიძის განცხადებით, მურთაზ ზოდელავამ თავი გაწირა და ციხეში 9-წლიანი პატიმრობა ემუქრება, რადგან იბრძოლა იმისთვის, რისიც სწამდა და გაბედა ის, რასაც ბევრი ვერ გააკეთებდა.

“მურთაზ ზოდელავა კოალიცია "ახლების" ერთ-ერთი ლიდერი და წევრი არის დაარსების დღიდან - დღემდე.

ძალიან მწვავე განცხადებებით გამოირჩეოდა ენმ-ის შიდა პროცესების დროს, ახლა ჩვენთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, მაგრამ ფაქტი რომ აღვნიშნო.

ადამიანმა თავი გაწირა და ციხეში 9-წლიანი პატიმრობა ემუქრება. იბრძოლა იმისთვის, რისიც სწამდა და გაბედა ის, რასაც ბევრი ვერ იზამდა.

კოალიციის ლიდერებმა გვარამია/მელიამ დღეს 4 ოქტომბერზე განცხადება გაავრცელეს. განცხადების შინაარსში არ შევალ. არც ერთი სიტყვა მურთაზ ზოდელავაზე, მათ უახლოეს მეგობარზე და კოალიციის ლიდერზე.

"ახლებში", იშვიათი გამონაკლისების გარდა, არცერთი ინტერვიუ მურთაზ ზოდელავაზე და „ფეისბუქ პოსტებიც“ კი.

მე არასოდეს არ დავამუნათებ ჟურნალისტებს კითხვის დასმაზე, მიუხედავად იმისა, მოტივები ვიცი თუ არ ვიცი, ან მომწონს თუ არა.

ნებისმიერ ჟურნალისტს შეუძლია, თუნდაც ყველაზე არაობიექტური კითხვა დასვას - ეს მისი უფლებაა და საზოგადოება თვითონ აკეთებს სწორ დასკვნებს. ამიტომ კითხვას დასვამთ, პასუხიც არ უნდა უკვირდეს არავის. თუნდაც მიუღებელი. მითუმეტეს არ მივუთითებ ვინმეს რამე ჰკითხონ.

მაგრამ მე კითხვა გამიჩნდებოდა, მურთაზ ზოდელავა მისი გუნდისგან და მეგობრებისგან არ იმსახურებს თანადგომას? ეს კითხვა არ გაქვთ? ან ეს რატომ არსად აღინიშნება?”, - წერს ანა წითლიძე.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის