ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის დაზვერვა აქტიურად მუშაობს პარტნიორებთან, რათა რუსეთის მიერ  “ჩრდილოვანი ფლოტის” გემების გამოყენება არ დაუშვას ევროპაში დივერსიებისა და დესტაბილიზაციის სხვა მცდელობებისთვის

უკრაინის დაზვერვა მუშაობს, რათა რუსეთის მიერ “ჩრდილოვანი ფლოტის” გემების ევროპაში დივერსიებისთვის გამოყენება არ დაუშვას.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

“ჩვენი დაზვერვა აქტიურად მუშაობს პარტნიორებთან, რათა რუსეთის მიერ ე.წ. “ჩრდილოვანი ფლოტის” გემების გამოყენება არ დაუშვას ევროპაში დივერსიებისთვის და დესტაბილიზაციის სხვა მცდელობებისთვის. ყველა საჭირო ინფორმაციას ვაწვდით პარტნიორებს და გათვლა გვაქვს, რომ რუსული ჩარევისთვის წინააღმდეგობა გაცილებით უფრო ძლიერი იქნება. სხვა რუსები ტანკერებს არა მხოლოდ იმისთვის იყენებენ, რომ ფული გამოიმუშაონ ომისთვის, არამედ სადაზვერვო და დივერსიული საქმიანობისთვისაც. ამის შეწყვეტა სრულიად რეალურია”, - წერს ზელენსკი.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო