აკაკი ბობოხიძე - თუ ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე მართლა აპირებენ ბრძოლის გაგრძელებას, შეწყვიტონ ბოიკოტისტების დამუნათება - შემოუერთდნენ არაღიარების პოლიტიკის გაგრძელებას

თუ ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე მართლა აპირებენ ბრძოლის გაგრძელებას, შეწყვიტონ ბოიკოტისტების დამუნათება. რას გვტენიან უსირცხვილოდ იცით? თითქოს ჩვენ ხალხს ვპირდებოდით, რომ „დილით დავიწყებთ, საღამოს დავამთავრებთ“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, აკაკი ბობოხიძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში” განაცხადა.

აკაკი ბობოხიძის განმარტებით, პოლიტიკური პარტიები ყოველთვის ამბობდნენ, რომ პროცესი გრძელვადიანია და არ უთქვამთ, რომ 4 ოქტომბერს დამთავრდებოდა.

„არცერთ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც არის ჩართული არაღიარების პროცესში, არ უთქვამს, რომ ყველაფერი 4 ოქტომბერს დამთავრდებოდა. პირიქით, [ვამბობდით], რომ ბრძოლა გრძელვადიანია. [ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე] ისევ უნდა შემოუერთდნენ არაღიარების პოლიტიკის გაგრძელებას იმიტომ, რომ არცერთი ჩვენგანი ცალკე აღებული, არ წარმოვადგენთ ქართველ ხალხს.

ყელში ამოუვიდა დასავლეთს ჩვენი პოლიტიკური პარტიების ცალ-ცალკე სურვილი.....

შიგნით გვაქვს დიდი განსხვავებები, მაგრამ გარეთ ხომ არ გვაქვს განსხვავებები? თუ ამას არ გავაკეთებთ, მართლა იქნება თითოეული პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური პასუხისმგებლობა“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

აკაკი ბობოხიძის თქმით, 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენები ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რადგან აქციის მონაწილეებს დანაშაულისკენ უბიძგა.

„ხელისუფლების უპირველესი ამოცანა უნდა იყოს პრევენცია, რათა დანაშაული არ მოხდეს. „მოდი, დანაშაულისკენ ვუბიძგოთ ადამიანებს, ან მოდი, ჩავუსაფრდეთ საბჭოთა „გაი“-ს მსგავსად ბუჩქებში“, ეს არის საბჭოთა მეთოდი. კობახიძემ თქვა: ყველაფერი ვიცოდით, ოღონდ ველოდებოდით, სპეცრაზმი სპეციალურად ცოტა დავტოვეთ, რომ შევარდნაზე დიდი გული ჰქონოდათ და „ჰოპლა“, უცებ გამოვედით სასახლიდანო. კობახიძე ამბობს, რომ ვიცოდით, დანაშაული მოხდებოდა, მაგრამ უმოქმედოდ ვუყურებდით, სანამ გადატრიალების მუხლის წაყენების საშუალება არ მოგვეცემოდაო“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო