თეთრ სახლში აცხადებენ, რომ „შათდაუნის“ დასრულების შემდეგ ფედერალური მუშაკების ნაწილმა, შესაძლოა, ანაზღაურება ვერ მიიღოს

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ფედერალურმა მუშაკებმა, რომლებიც მთავრობის დახურვის დროს შვებულებაში იმყოფებიან, შესაძლოა, „შათდაუნის“ დასრულების შემდეგ ანაზღაურება ვეღარ მიიღონ.

მენეჯმენტისა და ბიუჯეტის ოფისის მიერ მომზადებულ მემორანდუმში ნათქვამია, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილი 2019 წლის კანონი, რომელიც უზრუნველყოფს რეტროაქტიული ანაზღაურების მიღებას მთავრობის დახურვის შემდეგ, არ ვრცელდება იმ თანამშრომლებზე, რომლებიც „შათდაუნის“ გამო დროებით შვებულებაში გაუშვეს.

მენეჯმენტისა და ბიუჯეტის ოფისის განმარტებით, „შათდაუნის“ დასრულების შემდეგ მთავრობა ვალდებულია გადაუხადოს ანაზღაურება იმ თანამშრომლებს, რომლებსაც სამსახურში გამოცხადება მოეთხოვებოდათ. თუმცა, მთავრობას არ აქვს ვალდებულება რეტროაქტიული წესით გადაუხადოს ანაზღაურება მათ, ვინც შვებულებაში იმყოფებოდნენ.

დონალდ ტრამპმა გუშინ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ანაზღაურება „დამოკიდებულია იმაზე, თუ ვისზე ვსაუბრობთ“ და რომ ზოგიერთი თანამშრომელი „არ იმსახურებს ზრუნვას“.

შეგახსენებთ, აშშ-ში „შათდაუნი“ 1-ელ ოქტომბერს დაიწყო და ამჟამად რეგულარული ანაზღაურების გარეშე 750 000 თანამშრომელია დარჩენილი. სენატში „რესპუბლიკელები“ და „დემოკრატები“ მთავრობის დაფინანსებისა და ხელახლა გახსნის შესახებ დოკუმენტზე ვერ თანხმდებიან. „დემოკრატებს” სურთ, რომ ნებისმიერი რეზოლუცია ჯანდაცვის საკითხს ეხებოდეს, ხოლო რესპუბლიკელები „სუფთა“ კანონმდებლობას ემხრობიან, რომელიც მხოლოდ ფედერალურ ბიუჯეტს ეხება.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა