თურქეთის პოლიციამ, ნარკოტიკების სავარაუდო მოხმარების ფაქტზე გამოძიების ფარგლებში, 19 ცნობილი ადამიანი, მათ შორის მომღერლები და მსახიობები, ანალიზის ჩასატარებლად და ჩვენების მისაცემად შესაბამის დაწესებულებებში გადაიყვანა

თურქეთის ხელისუფლებამ ნარკოტიკების სავარაუდო მოხმარების ფაქტზე, გამოძიება დაიწყო.

თურქული მედიის ცნობით, გამოძიება ეხება საზოგადოებისთვის ცნობილ 19 სახეს, მათ შორის მომღერლებს: ჰადიზე აჩიკგოზსა და ირემ დერიჯს, მსახიობებს: დემეთ ევგარსა და ბერაკ თუზუნატაჩს, ასევე სოციალური მედიის წარმომადგენლებს დუიგუ ოზასლანსა და დერინ ტალუს.

სტამბოლის მთავარმა პროკურატურამ დაადასტურა, რომ გამოძიება ეხება თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ “ნარკოტიკული ან მასტიმულირებელი ნივთიერებების მოხმარების” დანაშაულს. ოფიციალურმა პირებმა განმარტეს, რომ გამოძიება არ მოიცავს დაკავების ორდერებს, მაგრამ მოითხოვს პირების ჩვენების მიცემას და სისხლის ანალიზის ჩაბარებას.

სტამბოლის პროვინციის ჟანდარმერიის სარდლობამ ოპერაცია ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც ცნობილი ადამიანების დიდი ჯგუფი სისხლის ნიმუშების ასაღებად ჯანდაცვის ცენტრებში, შემდეგ კი ჩვენების მისაცემად ჟანდარმერიის სარდლობაში გადაიყვანეს.

პროკურატურის სიაში შედიან ცნობილი მომღერლები, მსახიობები, ტელევიზიის სახეები და სოციალური მედიის ინფლუენსერები. მათ შორის არიან: ზინეტ სალი, კუბილაი აკა, კაან ილდირიმი, მერთ იაზიჯიოღლუ, მეთინ აკდულგერი, ჯერენ მორაი, ოზგე ოზპირინჩი, ენგინ პოლატი, დილან პოლატი, დერენ ტალუ, ზეინეპ მერიჩ არალი, ბირჯე აკალაი და ადვოკატი ფეიზა ალთუნი.

პროკურატურამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გამოძიება შემოიფარგლება ნარკოტიკების მოხმარების ბრალდებების გადამოწმებით და ამ ეტაპზე არ ვრცელდება დაკავებებზე ან ბრალის წარდგენაზე.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს