დონალდ ტრამპი - ისრაელმა და „ჰამასმა“ ჩვენი სამშვიდობო გეგმის პირველ ფაზას ხელი მოაწერეს, ყველა მძევალს ძალიან მალე გაათავისუფლებენ

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის სამშვიდობო გეგმის პირველი ფაზა ხელმოწერილია, რომელიც, მისი თქმით, ყველა მძევლის სწრაფ გათავისუფლებას და ისრაელის ჯარების გაყვანას მოიცავს.

„დიდი სიამაყით ვაცხადებ, რომ ისრაელმა და ჰამასმა ხელი მოაწერეს ჩვენი სამშვიდობო გეგმის პირველ ფაზას. ეს ნიშნავს, რომ ყველა მძევალს ძალიან მალე გაათავისუფლებენ და ისრაელი თავის ჯარებს შეთანხმებულ ხაზამდე გაიყვანს, რაც პირველი ნაბიჯი იქნება ძლიერი, მდგრადი და მარადიული მშვიდობისკენ. ყველა მხარეს სამართლიანად მოეპყრობიან!“- წერს ტრამპი Truth Social-ზე.

მან მანდლობა გადაუხადა კატარელ, ეგვიპტელ და თურქ შუამავლებს შეთანხმების მიღწევაში შეტანილი წვლილისთვის.

„დიდი დღეა არაბული და მუსლიმი სამყაროსთვის, ისრაელისთვის, ყველა მიმდებარე ქვეყნისთვის და ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და მადლობას ვუხდით შუამავლებს კატარიდან, ეგვიპტესა და თურქეთიდან, რომლებმაც ჩვენთან ერთად იმუშავეს ამ ისტორიული და უპრეცედენტო მოვლენის განსახორციელებლად“, - წერს აშშ-ის პრეზიდენტი.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს