კირ სტარმერი - ღაზას სამშვიდობო გეგმის პირველ ეტაპზე შეთანხმების მიღწევა ღრმა შვების მომენტია

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი ისრაელისა და ჰამასის მიერ ღაზას სამშვიდობო გეგმის პირველ ფაზაზე შეთანხმების მიღწევას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს ღრმა შვების მომენტია, რომელიც მთელ მსოფლიოში იგრძნობა,

„მივესალმები პრეზიდენტ ტრამპის ღაზას სამშვიდობო გეგმის პირველ ეტაპზე შეთანხმების მიღწევის შესახებ ახალ ამბავს“, - განაცხადა სტარმერმა.

მისი თქმით, შეთანხმების მიღწევა განსაკუთრებით კარგი სიახლეა მძევლებისთვის, მათი ოჯახებისთვის და ღაზას მშვიდობიანი მოსახლეობისთვის.

„ეს ღრმა შვების მომენტია, რომელიც მთელ მსოფლიოში იგრძნობა, განსაკუთრებით კი მძევლებისთვის, მათი ოჯახებისთვის და ღაზას მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, რომლებმაც ბოლო ორი წლის განმავლობაში წარმოუდგენელი ტანჯვა გადაიტანეს“, - აღნიშნა სტარმერმა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს