ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელისთვის დიდებული დღეა

ისრაელისთვის დიდებული დღეა, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ღაზას სამშვიდობო გეგმის პირველ ფაზაზე შეთანხმების მიღწევის შემდეგ განაცხადა.

ბენიამინ ნეთანიაჰუს ცნობით, შეთანხმების დასამტკიცებლად დღეს ისრაელის მთავრობასა და უსაფრთხოების კაბინეტს მოიწვევს.

„ეს შესანიშნავი დღეა ისრაელისთვის. მთავრობას მოვიწვევ შეთანხმების დასამტკიცებლად და ყველა მძევლის სახლში დასაბრუნებლად“, - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ამასთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებით, ნეთანიაჰუმ შეთანხმების გამოცხადების შემდეგ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა და აშშ-ის პრეზიდენტი ისრაელში მიიწვია, რათა ქნესეთში სიტყვით გამოვიდეს.

„გეგმის პირველი ფაზის დამტკიცების შედეგად, ყველა მძევალი სახლში დაბრუნდება. ეს დიპლომატიური წარმატება და ისრაელის სახელმწიფოს ეროვნული და მორალური გამარჯვებაა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
Samsung Electronics - უკვე 20 წელი ტელევიზორების მსოფლიო ბაზრის №1 ბრენდი
ახალი FIAT 600 Hybrid – იტალიური სტილი, ჰიბრიდული ტექნოლოგია და სპეციალური ფასი