კანადის პრემიერ-მინისტრი - მოხარული ვარ, რომ მძევლები მალე თავიანთ ოჯახებს დაუბრუნდებიან

მოხარული ვარ, რომ მძევლები მალე თავიანთ ოჯახებს დაუბრუნდებიან, - ასე ეხმაურება კანადის პრემიერ-მინისტრი, მარკ კარნი ისრაელისა და „ჰამასის“ მიერ ღაზას სამშვიდობო გეგმის პირველ ფაზაზე შეთანხმების მიღწევას.

„ვულოცავ პრეზიდენტ ტრამპს და მადლობას ვუხდი კატარს, ეგვიპტესა და თურქეთს მოლაპარაკებების მხარდაჭერისთვის გაწეული შრომისთვის. მრავალწლიანი ტანჯვის შემდეგ, მშვიდობის მიღწევა საბოლოოდ შესაძლებელია. კანადა მოუწოდებს ყველა მხარეს, შეთანხმებული პირობები სწრაფად განახორციელონ და სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად იმუშაონ“, - წერს მარკ კარნი X-ზე.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში გამოაცხადა, რომ ისრაელმა და „ჰამასმა“ სამშვიდობო გეგმის პირველ ფაზაზე შეთანხმებას მიაღწიეს.

„დიდი სიამაყით ვაცხადებ, რომ ისრაელმა და „ჰამასმა“ ხელი მოაწერეს ჩვენი სამშვიდობო გეგმის პირველ ფაზას. ეს ნიშნავს, რომ ყველა მძევალს ძალიან მალე გაათავისუფლებენ და ისრაელი თავის ჯარებს შეთანხმებულ ხაზამდე გაიყვანს, რაც პირველი ნაბიჯი იქნება ძლიერი, მდგრადი და მარადიული მშვიდობისკენ. ყველა მხარეს სამართლიანად მოეპყრობიან!“ - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს