კახა კალაძე - ლიდერები, შემსრულებლები, წამქეზებლები და დამფინანსებლები ეს არის ერთი დიდი ხროვა, რომელიც ებრძვის ქართველ ხალხს, ქართულ სახელმწიფოებრიობას

ლიდერები, შემსრულებლები, წამქეზებლები და დამფინანსებლები რა თქმა უნდა, ეს არის ერთი დიდი ხროვა, რომელიც ებრძვის ქართველ ხალხს, ქართულ სახელმწიფოებრიობას, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ 4 ოქტომბერს მომხდარ არეულობასთან დაკავშირებით განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, „ბოროტება და ძალადობა ყოველთვის განწირული იქნება მარცხისთვის“.

„რისთვისაც ემზადებოდნენ, პირდაპირს საუბრობდნენ ამას - უნდოდათ ხელისუფლების დამხობა, სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა. ძალიან ბევრი საინტერესო თემა იკვეთება ამ ქმედებებთან, განცხადებებთან დაკავშირებით. დაველოდოთ, გამოძიება რას გვეტყვის და რა გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი“, - განაცხადა კალაძემ.

გარდა ამისა, კალაძემ უპასუხა კითხვას, საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით, რომელიც მზადდება საგამოძიებო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე და რომლის მიზანიც „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი წევრების პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვა იქნება“. კალაძის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, არიან სხვა პოლიტიკოსები და პოლიტიკური პარტიებიც არიან, „ვინც ქვეყნის წინააღმდეგ არიან ჩართულები“.

„დაველოდოთ, ვნახოთ რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. თუმცა მგონია, არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“, სხვა პოლიტიკოსები და პოლიტიკური პარტიებიც არიან, ვინც ქვეყნის წინააღმდეგ არიან ჩართულები“,- განაცხადა კალაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს