კახა კალაძე ჯიმ რიშისა და ჯინ შაჰინის განცხადებაზე - ეს ადამიანები არიან „გლობალური ომის პარტიის“ გავლენის ქვეშ, ჩვენი გზავნილია, მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა, რომ შევძლოთ მეგობრობა და პარტნიორობა

ეს ადამიანები [ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი] არიან „გლობალური ომის პარტიის“ გავლენის ქვეშ,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც სენატორების ჯიმ რიშისა და ჯინ შაჰინის ერთობლივ განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, მათი სურვილია, რომ ურთიერთობების გადატვირთვა მოხდეს, რომ „მეგობრობა და პარტნიორობა შევძლოთ“.

„ეს ადამიანებიც არიან „გლობალური ომის პარტიის“ გავლენის ქვეშ. ჩვენ ბევრჯერ განვაცხადეთ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ პრეზიდენტ ტრამპს ვგულშემატკივრობთ „დიფ სთეითის“ დამარცხებაში. რამდენად შეძლებს და მოახერხებს, ვნახოთ. პარალელურად მზად ვართ, რომ დავიწყოთ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან.

ეს არის ჩვენი გზავნილი, ჩვენი დამოკიდებულება და სურვილი, რომ მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა, რათა შევძლოთ მეგობრობა, პარტნიორობა და, ცხადია, ეს უნდა იყოს ორმხრივი და არა ცალმხრივი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, სენატორების, ჯიმ რიშისა და ჯინ შაჰინის განცხადებაში ნათქვამია, რომ ქართული ოცნება“ უთხრის ძირს საქართველოს დემოკრატიას და არა ამერიკის შეერთებული შტატები. სენატორების განცხადებით, „მიუღებელია, რომ საქართველოს მთავრობა აშშ-ის ყოფილი მთავრობის თანამშრომლებს ბრალდებებს უყენებს, თითქოს ისინი საქართველოს მთავრობას ძირს უთხრიან“.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს