საკრებულომ თბილისის მერის მოადგილის თანამდებობაზე კახა აბულაძის დანიშვნას მხარი დაუჭირა

თბილისის საკრებულომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის თანამდებობაზე კახა აბულაძის დანიშვნას მხარი დაუჭირა, რომელიც მანამდე საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელობდა.

როგორც კახა აბულაძემ აღნიშნა, ის საკუთარ გამოცდილებას თბილისელების ინტერესებს მოახმარს.

„მინდა მადლობა გადავუხადო დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს გამოცხადებული ნდობისთვის, თბილისის საკრებულოს მინდა მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის. ბევრი მიმართულებით უმნიშვნელოვანესი პროექტებია დაგეგმილი. დედაქალაქი რომ კიდევ უფრო განვითარდეს, ჩემ მიმართ გამოცხადებულ ნდობას და გამოცდილებას მოვახმარ თბილისელების ინტერესებს“, - აღნიშნა აბულაძემ.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ ა­ბ­აშიძემ, საკრებულოს სხდომაზე 4 ოქტომბრის არჩევნებზე ისაუბრა და საკრებულოს დეპუტატებს „დამაჯერებელი გამარჯვება მიულოცა“.

„მინდა დამაჯერებელი გამარჯვება მოგილოცოთ. ეს დაუღალავი შრომის შედეგი იყო, მინდა წარმატება გისურვოთ“, - აღნიშნა ზურა­ბ აბა­ში­ძემ.

ამასთან, მან კახა აბულაძეს მერის მოადგილედ დანიშვნა მიულოცა და აღნიშნა, რომ კახა აბულაძე ბევრ კარგ საქმეს გააკეთებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს