ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის ლიდერს, ანდრეი ბაბიშს ესაუბრა

ვოლოდიმირ ზელენსკი ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის ლიდერს, ანდრეი ბაბიშს ესაუბრა, - ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ავრცელებს.

„ჩვენ ჩეხეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას ვაფასებთ და უკრაინისა და უკრაინელების მხარდაჭერისთვის მადლიერები ვართ. ანდრეი ბაბიშს არჩევნებში გამარჯვება მივულოცე და მას წარმატებები ვუსურვე. შევთანხმდით, რომ შემდგომი თანამშრომლობის საკითხებს უახლოეს მომავალში შეხვედრისას განვიხილავთ“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.

ამასთან, ბაბიშმა, რომელმაც არჩევნებამდე უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების პროგრამის დასრულების პირობა დადო, განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან „არსებულ ვითარებაზე“ ისაუბრა.

„მე ჩვენი მხარდაჭერა გამოვხატე და სურვილი, რომ ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს. ასევე, შევთანხმდით, რომ მომავალ წელს უკრაინას ვეწვევი“, - აღნიშნა ბაბიშმა.

შეგახსენებთ, ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებში ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ანდრეი ბაბიშის პარტია ANO-მ გაიმარჯვა. ანდრეი ბაბიშის პარტიამ არჩევნებში ხმების 34.5% მიიღო და დეპუტატთა პალატაში 200 ადგილიდან 80 ადგილი მოიპოვა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2026
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები