კახა კალაძე აქციებზე - რამდენიმე ათეული ადამიანი ძალადობს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობაზე - რაც შეეხება გიორგი ჩახუნაშვილის დაკავებას, პროფესია არაფერ შუაშია, როცა ადამიანი დანაშაულს სჩადის, შესაბამისი რეაგირება მოჰყვება

როგორც კი სახელმწიფომ აჩვენა ძალა, გაიფანტნენ, ერთმანეთს გაემიჯნნენ, გადაბრალება დაიწყებს, მაგრამ პასუხისმგებლობა ეკისრება ყველა ორგანიზატორს, ვინც ჩართული იყო ძალადობაში და მანამდე აგორებულ ბინძურ პროპაგანდაში, - ამის

შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან საპროტესტო აქციების და უშუალოდ 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები და მათ შორის თავადაც, აფრთხილებდნენ ყველას, რომ არ გადაედგათ კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯები, რადგან ამას მოჰყვებოდა შესაბამისი რეაგირება.

„რამდენიმე ათეული ადამიანი ძალადობს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობაზე, რაც ძალიან ცუდია. ჩვენ 4 ოქტომბერს ვნახეთ კონკრეტული მცდელობა იმ დაანონსებული ხელისუფლების დამხობისა, რაზეც ჰქონდათ ერთგვარი კამპანია აგორებული. ამ კამპანიაში ჩართულნი იყვნენ კონკრეტული ადგილობრივი ელჩები. ყველა ხვდება, რომ აღნიშნული პროცესები ქვეყნის გარედან იმართება, ფინანსდება, მათ ჰყავთ პატრონები, ისინი აძლევენ მითითებებს, თუმცა, საქართველოს ხელისუფლებამ აღკვეთა ეს დანაშაული და არავის მისცა საშუალება, რომ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება მომხდარიყო. ყველა დამნაშავეს შესაბამისი პასუხი გაეცემა.

გიორგი ჩახუნაშვილის დაკავებას რაც შეეხება, აქ პროფესია არაფერ შუაშია. როცა ადამიანი დანაშაულს სჩადის, მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. ზოგადად, ჩვენ ყველას ვაფრთხილებდით და მოვუწოდებდით, რომ კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯები არ გადაედგათ. ამ საკითხზე საუბრობდა პრემიერ-მინისტრი, მეც არაერთხელ ვისაუბრე. არ გაითვალისწინეს. ყველა ადამიანი თავისუფალია თავის გადაწყვეტილებაში. მათ ჩაიდინეს დანაშაული და ამას ცხადია, სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას, ვის ეკისრება უშუალო პასუხისმგებლობა არჩევნების დღეს განვითარებულ მოვლენებზე, კახა კალაძის თქმით, რაც არ უნდა გაემიჯნონ პროცესებს, „ყველა პასუხისმგებელია, ვინც ჩართული იყო, როგორც უშუალოდ საპროტესტო აქციაში, ასევე მანამდე აგორებულ კამპანიაში“.

„აბსოლუტურად ყველა პასუხისმგებელია, რაც არ უნდა გაემიჯნონ და რაღაც განცხადებები აკეთონ. როგორც კი სახელმწიფო დადგა ისე, როგორც საჭიროა, აჩვენა ძალა, დაიცვა კანონი, ისინი გაიფანტნენ, ერთმანეთს გაემიჯნნენ, ერთმანეთზე გადაბრალება დაიწყებს. მაგრამ პასუხისმგებლობა ეკისრება ყველა ორგანიზატორს, ვინც ჩართული იყო ძალადობაში, ბინძურ პროპაგანდაში და გარე ძალებს, ვინც ამას უშუალოდ ხელს უწყობდა და ახალისებდა“, - განაცხადა თბილისის მერმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის