კახა კალაძე 4 ოქტომბრის მოვლენებზე - ნურავინ ელოდება, რომ  ის, ვინც უკვეთავს, ახალისებს ძალადობას, მეორე დღეს გამოვა და ამ ყველაფერს გაემიჯნება - რაც შეეხება ანიტა ჰიპერს, საკუთარ თავს ხომ არ დაადანაშაულებს და დაგმობს?

ნურავინ ელოდება იმას, რომ ის, ვინც უკვეთავს, ახალისებს ძალადობასა და უბედურებას ქვეყანაში, მეორე დღეს გამოვა და გაემიჯნება ამ ყველაფერს. როგორ უნდა გაემიჯნოს - თვითონ არის დამფინანსებელი და შემოქმედიც, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ყველა ბოროტება, რაც ბოლო წლებში საქართველოში ხდება, „გლობალური ომის პარტიის“ გავლენის ქვეშ მყოფი ადამიანების შემოქმედებაა.

„ქვეყანაში ძალადობას თვითონ ახალისებენ, თვითონ აფინანსებენ ამ ტიპის ადამიანების შექმნას, თვითონ აფინანსებენ ექსტრემისტული ორგანიზაციების შექმნას, თვითონ ახალისებენ ბოროტებას, ამიტომ როგორ დაგმობენ.

ყველა ბოროტება, რაც ხდება ქვეყანაში, ბოლო წლების განმავლობაში, არის გარედან თავსმოხვეული, „გლობალური ომის პარტიის“ გავლენის ქვეშ მყოფი ადამიანების შემოქმედებაა. იღებენ დავალებებს და ცდილობენ განახორციელონ. რამდენად გამოსდით, ეს სხვა საკითხია, თუმცა ფაქტია, რომ აღნიშნული პროცესები გარედან არის მართული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერი, ასევე, ჟურნალისტის შეკითხვის პასუხში გამოეხმაურა ევროკომისიის პრესსპიკერის მიერ საქართველოს ხელისუფლების მისამართით გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს და აღნიშნა, რომ ის სიმართლეზე დაფუძნებულ განცხადებებს არ გააკეთებს.

„საკუთარ თავს ხომ არ დაადანაშაულებს და დაგმობს? ყველამ კარგად ვიცით და ცხადია ის, თუ როგორ იმართება ეს პროცესები, საიდან ფინანსდება, ვინ უდგას სათავეში, ვინ შექმნა ეს აგენტურული ქსელი ქვეყანაში, ამ ტიპის ადამიანები - უსამშობლო აგენტურა. შესაბამისად, ცხადია, ის არ გააკეთებს სწორ განცხადებას, რომელიც სიმართლეზე იქნება დაფუძნებული“, - აღნიშნა კალაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს