თენგო კირთაძე - ათონელზე ვითომ შტურმის დროს ხალხი რუსთაველზე დარჩა, ეს ნიშნავს, რომ ბრაზი არსად წასულა, მაგრამ მხოლოდ მშვიდობიანი ფორმით - საჭიროა პოლიტიკური ელიტის გამოცვლა, „ნაცმოძრაობა“ გაირიყება, მას დარჩება მხოლოდ 2 000 „მიშისტი“

პროტესტში ჩართული საზოგადოება უკვე ისეა გაზრდილი, რომ პოლიტიკური ავანტიურისტებისა და „კლოუნების“ ფეიკ-რევოლუციურ სცენარებს არ მიყვებიან - იმას, რაც 4 ოქტომბერს მოხდა, რუსთაველის გამზირის პროტესტის სულისკვეთებასთან არანაირი კავშირი არა აქვს, - ამის შესახებ „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა თენგო კირთაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

კირთაძის თქმით, „ეს ყველაზე კარგად მაშინ გამოჩნდა, როცა ათონელზე ვითომ შტურმი მიდიოდა და ხალხის ძირითადი ნაწილი რუსთაველის გამზირზე დარჩა“.

„ესეც აჩვენებს, თუ რა დაკვეთა არსებობს საზოგადოებაში. დაკვეთაა, რომ წინააღმდეგობა აუცილებლად უნდა იყოს. რუსთაველზე გამოსულთა რაოდენობამ დაადასტურა, რომ ბრაზი არსად წასულა, მაგრამ მხოლოდ მშვიდობიანი ფორმით. ეს არის საზოგადოების დაკვეთა და პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური ძალები საზოგადოების დაკვეთიდან უნდა ამოვიდნენ“, - განაცხადა თენგო კირთაძემ.

კირთაძემ ამავე კონტექსტში ისაუბრა იმაზე, რომ „ქართული საზოგადოება გაცილებით წინ არის, ვიდრე ჩამორჩენილი პოლიტიკური კლასი“. მისი შეფასებით, საჭიროა პოლიტიკური ელიტის გამოცვლა, რა პროცესშიც საუკეთესო კრიტერიუმი დემოკრატიულობა იქნება.

„ერთი მხრივ, ჩვენ რეჟიმი არ მოგვწონს, მაგრამ ჩვენ ის ხალხი არა ვართ, რომელიც იტყვის: ოღონდ ეს წავიდეს და ნებისმიერს მივიღებთ. ქართული საზოგადოება ამ პრიზმიდან უკვე გავიდა. დღეს მას ალტერნატივა სჭირდება. სწორედ აქ შემოდის დემოკრატიულობის და არა ოლიგარქიულების და ერთპარტიული მმართველობის დაკვეთა.

პოლიტიკური პროცესების „ლიდერშიფში“ ის პარტიები იქნებიან, რომლებიც ამ ფუნდამენტური შინაარსის ირგვლივ ერთობის შეკვრას შეძლებენ.

„ნაციონალური მოძრაობა“, როგორც არადემოკრატიული პარტია, ამ პროცესიდან გაირიყება და განულდება - მას 2 000 „მიშისტი“ დარჩება. დაახლოებით ასეთი იქნება სცენარი. ასეთ პროგნოზს იმიტომ ვაკეთებ, რომ პროტესტის ყოველდღიურობაში ვხედავ, თუ სად არის ქართული საზოგადოება. მას არც ბელადები სჭირდება, არც „მომატყუე“, არც „დამპირდი“: „4-ში დავიწყებ 4-ში დავამთავრებ“ სიგიჟე. ყველაფერს რაციონალურ და სწორ ანალიზს უკეთებს“, - განაცხადა თენგო კირთაძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის