The New York Times - აშშ-ის სენატმა 2026 წლის თავდაცვითი ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელიც უკრაინისთვის 500 მილიონ აშშ დოლარს ითვალისწინებს

აშშ-ის სენატმა 2026 წლის თავდაცვითი ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელიც უკრაინისთვის 500 მილიონ აშშ დოლარს ითვალისწინებს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The New York Times-ი ავრცელებს.

კერძოდ, აშშ-ის კონგრესის ზედა პალატამ - სენატმა - 2026 წლისთვის 925 მილიარდი აშშ დოლარის ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელშიც უკრაინის მხარდაჭერის ინიციატივისთვის 500 მილიონი აშშ დოლარია გათვალისწინებული. ბიუჯეტს 77-მა სენატორმა დაუჭირა მხარი (100-დან), ხოლო 20 წინააღმდეგ წავიდა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ახლა შესაძლოა, კონგრესის ქვედა პალატასთან - წარმომადგენელთა პალატასთან - რთული მოლაპარაკებები დაიწყოს, სადაც თავისი პროექტი დაამტკიცეს ბევრი კონსერვატიული დებულებით, რომლებსაც სენატში ერიდებიან.

სენატის კანონპროექტი ყველა თავდაცვით ხარჯს მოიცავს, ახალი წყალქვეშა ნავების წარმოებიდან სამხედრო მოსამსახურეების ხელფასების ზრდასა და შესყიდვების პროცედურების კორექტირებამდე.

ამას გარდა, კანონპროექტი უკრაინის უსაფრთხოების ინიციატივის (Ukraine Security Assistance Initiative) 2028 წლამდე გახანგრძლივებას და შეთანხმებული დაფინანსების 500 მილიონ აშშ დოლარამდე გაზრდას მოიცავს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს