საქართველოს სახალხო დამცველსა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში მოღვაწე ადვოკატებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა და იურიდიული დახმარების ბიუროს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაში უშუალოდ მონაწილეობდნენ სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი და იურიდიული დახმარების ბიუროს დირექტორი დავით სიმონია.

„სამუშაო შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო სამართლიანი სასამართლოს უფლებისა და მათ შორის, ეფექტიანი დაცვის უფლების რეალიზების ხარისხს ქვეყანაში. სახალხო დამცველის აპარატმა წარმოადგინა ამ უფლების ზედამხედველობის პროცესში გამოვლენილი მიგნებები, იდენტიფიცირებული უფლების დარღვევის ფაქტები და პრობლემების აღმოფხვრის მიზნით, სხვადასხვა უწყების მიმართ აპარატის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები.

მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო სისხლის სამართლის საქმეებში ნეიტრალური მტკიცებულებების პრობლემას, გაუთქმელობის ვალდებულების ფარგლებს, ადვოკატებსა და ბრალდებულებს შორის კონფიდენციალური და შეუზღუდავი კომუნიკაციის ასპექტებს, ადმინისტრაციული წესით დაკავებული/დაპატიმრებული პირების დაცვის უფლებას და სხვა.

თავის მხრივ, ადვოკატებმა სახალხო დამცველის აპარატს მათ სამუშაო პრაქტიკაში არსებული გამოწვევები და დაცვის უფლების უკეთ რეალიზების მიზნით ხედვები გაუზიარეს.

შეხვედრისას ხაზი გაესვა სახალხო დამცველის ინსტიტუტსა და ადვოკატთა კორპუსს შორის კიდევ უფრო მჭიდრო სამომავლო თანამშრომლობის აუცილებლობას.

სამუშაო შეხვედრა ევროკავშირის პროექტის „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მხარდაჭერა“ (DAI) ფარგლებში გაიმართა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა