Reuters - „შათდაუნის“ ფონზე დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ფედერალური მუშაკების გათავისუფლება დაიწყო

„შათდაუნის“ ფონზე დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ფედერალური მუშაკების გათავისუფლება დაიწყო, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

Reuters-ის ცნობით, სამუშაო ადგილების შემცირება აშშ-ის ჯანდაცვის სააგენტოში, შემოსავლების სამსახურში, სახაზინო დეპარტამენტში, განათლების დეპარტამენტში, ვაჭრობის დეპარტამენტსა და შიდა უსაფრთხოების კიბერუსაფრთხოების განყოფილებაში დაიწყო.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, შესაბამისმა დაწესებულებებმა გათავისუფლების შესახებ 4200-ზე მეტ თანამშრომელს აცნობეს.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ფედერალური მუშაკების გათავისუფლებაზე პასუხისმგებლობა „დემოკრატებს“ ეკისრებათ.

ამასთან, დონალდ ტრამპმა ნიუ-იორკის, კალიფორნიისა და ილინოისისთვის 28 მილიარდი დოლარის ოდენობის ინფრასტრუქტურის პროექტების დაფინანსების გაყინვის ბრძანება გასცა.

შეგახსენებთ, აშშ-ში „შათდაუნი“ 1-ელ ოქტომბერს დაიწყო. სენატში „რესპუბლიკელები“ და „დემოკრატები“ მთავრობის დაფინანსებისა და ხელახლა გახსნის შესახებ დოკუმენტზე ვერ თანხმდებიან. „დემოკრატებს” სურთ, რომ ნებისმიერი რეზოლუცია ჯანდაცვის საკითხს ეხებოდეს, ხოლო რესპუბლიკელები „სუფთა“ კანონმდებლობას ემხრობიან, რომელიც მხოლოდ ფედერალურ ბიუჯეტს ეხება.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა