სისხლის სამართლის ადვოკატებსა და სახალხო დამცველის აპარატს შორის სამუშაო შეხვედრა ჩატარდა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ცნობით, 8-10 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროს ადვოკატების სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

მათი ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმა, საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა და იურიდიული დახმარების სამსახურის უფროსმა დავით სიმონიამ.

„შეხვედრის მონაწილეებმა სახალხო დამცველის აპარატის მიერ გამოვლენილი ხარვეზები, მათ შორის, ადვოკატებთან დარეკვის შეზღუდვა, გაუთქმელობის ვალდებულება, კონფიდენციალურობა, ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების უფლებები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.

შეხვედრაზე ადვოკატების მხრიდან არაერთი პრობლემური საკითხი დაფიქსირდა, რომელთა აღმოფხვრის მიზნით, სახალხო დამცველის აპარატი და ადვოკატთა ასოციაცია ერთობლივ მუშაობას მომავალშიც გააგრძელებენ.

სამუშაო შეხვედრა ევროკავშირის პროექტის „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მხარდაჭერა“ (DAI) ფარგლებში გაიმართა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს