მარგუს ცაჰკნა - ევროპა უნდა გაერთიანდეს და გააძლიეროს ზეწოლა ჩინეთზე, რათა მან რუსეთის მხარდაჭერა შეწყვიტოს - თუ პუტინი გამარჯვების გამოცხადებას შეძლებს, ის გააგრძელებს და საუბარი მხოლოდ უკრაინაზე არ არის

ევროპულმა ქვეყნებმა უნდა შეიმუშაონ საერთო პოზიცია და გადამწყვეტი ზეწოლა მოახდინონ ჩინეთზე, რათა მან შეწყვიტოს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის ეკონომიკური მხარდაჭერა, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ განაცხადა.

მისი თქმით, ჩინეთი, ფაქტობრივად, „რუსეთის ბატონ-პატრონად“ იქცა და მას ევროპის დასუსტებისთვის იყენებს.

„ჩინეთს ათასწლიანი გეგმა აქვს, ძალიან სტრატეგიული ხედვა და ვფიქრობ, რომ ის ახლა ფაქტობრივად რუსეთის ბატონ-პატრონია. მათთვის რუსეთი ბინძურ სამუშაოს ასრულებს“, - განაცხადა მინისტრმა და განმარტა, რომ რუსეთის აგრესია ევროპას თავდაცვაზე უზარმაზარი რესურსების დახარჯვას აიძულებს.

მარგუს ცაჰკნამ ხაზი გაუსვა, რომ ევროპამ უფრო ერთიანად უნდა იმოქმედოს.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპელ პარტნიორებს მოუწოდა, ერთობლივად გადასცენ პეკინს, რომ რუსული აგრესიის მხარდაჭერა ზიანს აყენებს ორმხრივ ურთიერთობებს, რადგან ეს ასევე ევროპის წინააღმდეგ ომიც არის.

„თუ პუტინი გამარჯვების გამოცხადებას შეძლებს, ის გააგრძელებს და საუბარი მხოლოდ უკრაინაზე არ არის“, - განაცხადა ცაჰკნამ და დასძინა, რომ პუტინმა საბჭოთა კავშირის აღდგენის გეგმა დიდი ხნის წინ გამოაცხადა.

„მან უკვე დაიწყო საბჭოთა კავშირის აღდგენის გეგმის განხორციელება და საჯაროდ გამოაცხადა ეს 2007 წელს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე. არავინ, არავინ აღიქვამდა მას სერიოზულად. ჩვენ აღვიქვით - არა მხოლოდ ესტონელებმა, არამედ ლატვიელებმა, ლიეტუველებმა და პოლონელებმაც. მაშინაც კი ვთქვით, რომ პუტინთან მოლაპარაკებას ვერ ვაწარმოებდით. ჩვენ არ შეგვეძლო მასთან თანამშრომლობა, რადგან პუტინი მხოლოდ ზეწოლის ინსტრუმენტად გვიყენებდა, თავისი შემდგომი ნაბიჯებისთვის“, - აღნიშნა ცაჰკნამ.

ამასთან, მისი თქმით, რუსეთის პროვოკაციებთან, კერძოდ, საჰაერო სივრცის დარღვევებთან დაკავშირებით, საჭიროა ღია და გადამწყვეტი რეაგირება.

„ჩვენ პუტინს უნდა ვესაუბროთ მისთვის გასაგებ ენაზე. მას ჩვენი რეალური ძალის ეშინია“, - აღნიშნა ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო