ანა წითლიძე - კატეგორიულად გამოვრიცხავ, რომ 4 ოქტომბერთან დაკავშირებით ბაჩო ახალაიას რაიმე კავშირი აქვს

მე კატეგორიულად გამოვრიცხავ, რომ 4 ოქტომბერთან დაკავშირებით ბაჩო ახალაიას რაიმე კავშირი აქვს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ჩერგოლეიშვილის მესიჯბოქსი ჰგავს იმას, რასაც მთელი თვეებია სუს-ი ცდილობს, რომ ბაჩო ახალაია 4 ოქტომბერს დააკავშიროს.

„ეს არის სუს-ის მესიჯი - ის, რასაც მთელი თვეებია სუს-ი ცდილობს, რომ რაღაცნაირად ბაჩო ახალაია 4 ოქტომბერს დააკავშიროს. რაღაც თავისივე ჩამარხული იარაღების არსენალი ამოთხარეს, ვნახეთ ანის [ნადარეიშვილი] და ბაჩოს [ახალაია] დაკითხვების სერია. მაქსიმალურად ცდილობენ, რომ 4 ოქტომბერთან დაკავშირებით რაღაც შეთქმულების თეორია მოჩმახონ და ეს შესთავაზონ საზოგადოებას. ამ ფონზე ეს არის წმინდა წყლის სუს-ის მოგონილი თეორია. სამწუხაროა, რომ სუს-ის მოგონილ თეორიას ემთხვევა თამარ ჩერგოლეიშვილის ის მესიჯბოქსი, რომელიც გუშინ მოვისმინეთ. მე კატეგორიულად გამოვრიცხავ, რომ 4 ოქტომბერთან დაკავშირებით ბაჩო ახალაიას რაიმე კავშირი აქვს. თუ ამასთან დაკავშირებით რამე დამატებითი ინფორმაცია აქვთ, რაც ჩვენ არ გვაქვს და რადგან დასახელებულია ვინმე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი“ - მე არ ვიცი ვის გულისხმობენ, რადგან მსგავსი განხილვა პარტიაში არცერთ დონეზე არ ყოფილა და არ შემდგარა. თუ დამატებითი ინფორმაცია აქვთ თუ ვინ არის ადამიანი, რომელსაც ასახელებენ, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერზე საუბრობენ, მაშინ დაასახელოს და კონკრეტული სახელით ისაუბროს. „ნაციონალურ მოძრაობას" ბევრი ლიდერი ჰყავს და შესაბამისად, ამ კითხვაზე პასუხი მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ანა წითლიძემ.

ცნობისთვის, „ფედერალისტების“ ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა „ფორმულას“ ეთერში განაცხადა, რომ „4 ოქტომბერთან დაკავშირებით ბაჩო ახალაიას სახლში შეხვედრები ტარდებოდა და ამაზე „ნაცმოძრაობაში“ დაპირისპირებაც იყო, მეტიც, ამ თემაზე სააკაშვილთანაც იყო კომუნიკაცია“.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს