ისრაელის თავდაცვის მინისტრი - თუ „ჰამასი“ მძევლების ცხედრების დაბრუნებას გადადებს, ეს შეთანხმების დარღვევა იქნება, ნებისმიერი სახის დაგვიანებას ან თავის არიდებას პასუხი მოჰყვება

თუ „ჰამასი“ მძევლების ცხედრების დაბრუნებას გადადებს, მაშინ ეს შეთანხმების დარღვევა იქნება, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა.

„ოთხი ცხედრის დაბრუნების შესახებ „ჰამასის“ მიერ გაკეთებული განცხადება, მის მიერ აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობას წარმოადგენს. ნებისმიერი სახის დაგვიანებას ან განზრახ თავის არიდებას შესაბამისი პასუხი მოჰყვება“, - განაცხადა ისრაელ კაცმა.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, „ჰამასმა“ განაცხადა, რომ ისრაელს ოთხი მძევლის ცხედარს გადასცემს.

ღაზაში 28 მძევლის ცხედარი რჩება.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს