ალექსანდრე ლუკაშენკო - რუსეთ-უკრაინის ომი ახლავე უნდა შეწყდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, უკრაინა, როგორც დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო გაქრება

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, თუ შეერთებული შტატები უკრაინაში კონფლიქტის მოგვარებაში მინსკის როლს დაინახავს, ბელარუსი მზადაა, ჩაერთოს.

„თუ ამერიკელებს სურთ უკრაინაში კონფლიქტის მოგვარება და იქ ჩვენს რაიმე მცირე როლს ხედავენ, მზად ვართ მონაწილეობის მისაღებად. ჩვენ განვაცხადეთ ჩვენი პოზიციის შესახებ - მშვიდობა და მხოლოდ მშვიდობა“, - განაცხადა ლუკაშენკომ.

მისი თქმით, უკრაინა უნდა არსებობდეს, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო.

„ჩვენ ომის ახლავე შეჩერების მომხრე ვართ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო გაქრება“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა