მიხეილ სააკაშვილი - ის, ვინც ახლა მოუწოდებს გაჩერებისკენ, აკეთებს ივანიშვილის საქმეს, ეჭვი მაქვს, რომ არა უანგაროდ - ახლა გაჩერება, როცა გამარჯვება ასე ახლოა, დაუშვებელია

ის, ვინც ახლა მოუწოდებს გაჩერებისკენ, აკეთებს ივანიშვილის საქმეს, ეჭვი მაქვს, რომ არა უანგაროდ, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელში, მის პირად გვერდზე გავრცელდა.

მისივე თქმით, გაჩერება ახლა, „როდესაც გამარჯვება ძალიან ახლოსაა“, დაუშვებელია.

„ის, ვინც ახლა მოუწოდებს გაჩერებისკენ, აკეთებს ივანიშვილის საქმეს, ეჭვი მაქვს, რომ არა უანგაროდ. არის მცდელობა ჩაანაცვლონ ქართველების გენეტიკური კოდი.

ახლა გაჩერება, როცა გამარჯვება ასე ახლოა, დაუშვებელია. ვიბრძვით, ვიმარჯვებთ!

მადაგასკარის პრეზიდენტი, მრავალთვიანი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ, გუშინ, იძულებული გახდა ქვეყნიდან გაქცეულიყო.“- განაცხადა სააკაშვილმა.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
Samsung Electronics - უკვე 20 წელი ტელევიზორების მსოფლიო ბაზრის №1 ბრენდი
ახალი FIAT 600 Hybrid – იტალიური სტილი, ჰიბრიდული ტექნოლოგია და სპეციალური ფასი