„ჰამასის“ მიერ გადაცემული კიდევ ოთხი მძევლის ცხედარი ღაზადან ისრაელში გადაასვენეს

“ჰამასის“ მიერ გადაცემული კიდევ ოთხი მძევლის ცხედარი ისრაელში, აბუ კაბირის სასამართლო ექსპერტიზის ინსტიტუტში გადაასვენეს, სადაც მათი იდენტიფიცირება მოხდება, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

„ჰამასმა“ გარდაცვლილი მძევლების ცხედრები „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს“ მას შემდეგ გადასცა, რაც ისრაელმა განაცხადა, რომ შეზღუდავდა ღაზას სექტორში დახმარების შესვლას, სანამ „ჰამასი“ 28-ვე გარდაცვლილი მძევლის ცხედარს არ დააბრუნებდა.

მანამდე, ორშაბათს, „ჰამასმა“ 20 ცოცხალი და ოთხი გარდაცვლილი მძევალი დააბრუნა.

„ჰამასი ვალდებულია შეასრულოს შეთანხმების თავისი ნაწილი და გაიღოს ყველა საჭირო ძალისხმევა, რათა ყველა მძევალი დაუბრუნდეს მათ ოჯახებს და სათანადოდ დაკრძალონ“, - აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა „ჰამასი“ გააფრთხილა, რომ ნებისმიერი დაგვიანება ან განზრახ თავის არიდება შეთანხმების უხეშ დარღვევად ჩაითვლება და მასზე შესაბამისი რეაგირება მოხდება.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა