2025 წლის 4 ოქტომბერს არჩეულ საკრებულოებისთვის ფრაქციების შექმნა მარტივდება

2025 წლის 4 ოქტომბერს არჩეულ საკრებულოებისთვის ფრაქციების შექმნა მარტივდება და ფრაქციების შექმნის ახალი შესაძლებლობა ჩნდება.

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ გათვალისწინებით, ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ საკრებულოს წევრებს უფლება არა აქვთ ერთზე მეტი ფრაქცია შექმნან. “ქართული ოცნების“ ინიციატივით კი, კოდექსს დროებითი ნორმა ემატება, რომლის ამოქმედების შედეგად, 2029 წლის არჩევნებში არჩეულ საკრებულოს უფლებამოსილების ცნობამდე, ფრაქციის შექმნის შესაძლებლობა ჩნდება როგორც საკრებულოს წევრობის უპარტიო კანდიდატისთვის, ასევე იმ კანდიდატისთვის, რომელიც შესაბამისი პოლიტიკური პარტიის წევრობას დატოვებს და სხვა პარტიაში გაწევრიანდება.

გარდა ამისა, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, სადაც საკითხი პირველი მოსმენით განიხილეს და მხარი დაუჭირეს, კიდევ ერთი ინიციატივა დადგა, რომელიც საკრებულოებში კომისიის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობის შემოღებას ითვალისწინებს. აღნიშნული წინადადება კომიტეტმა გაითვალისწინა. როგორც კომიტეტის სხდომაზე ითქვა, საკრებულოებში კომისიის მოადგილის პოზიციის შემოღება საკრებულოს საქმიანობის მოქნილობას შეუწყობს ხელს.

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების ავტორი და ინიციატორი არიან „ქართული ოცნების“ დეპუტატები: - ირაკლი ქადაგიშვილი, ზვიად შალამბერიძე, ანზორ ბოლქვაძე, ნიკა ელისაშვილი, დიმიტრი სამხარაძე, ნინო წილოსანი და შოთა ხაბარელი.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა